იყიდება კერძო სახლი კოჯორში, ტყის პირას
იყიდება 336 კვ.მ. ფართობის სახლი კოჯრის ყველაზე მშვიდ და მწვანე ადგილას. სახლი მდებარეობს 500 კვ.მ. ნაკვეთზე, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება კოჯრის ტყეს და მის შემდეგ განაშენიანება აღარ არის, ამიტომ ტყე პირდაპირი მეზობელია. ეს ნიშნავს სრულ სიმშვიდეს, სუფთა ჰაერს და გარანტიას, რომ ხედს მომავალშიც არაფერი დაფარავს.
სახლის მახასიათებლები:
ფართობი: 336 კვ.მ. სახლი 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე.
მშენებლობის ხარისხი: გამოყენებულია ბაზარზე არსებული უმაღლესი ხარისხის მასალები. მშენებლობაში გამოყენებულია დიდი რაოდენობით ბეტონი და არმატურა, რაც შენობას განსაკუთრებულ სიმყარეს სძენს. სახლი აშენებულია მონოლითური კონსტრუქციით, რაც იძლევა მაქსიმალურ გარანტიას მის საიმედოობასა და ხანგრძლივ ექსპლუატაციაზე
ექსტერიერი: ფასადი სრულად დასრულებულია, ორი მხრიდან მოპირკეთებულია ბუნებრივი ნიჩბისის ქვით.
ფანჯრები: უმაღლესი ხარისხის ალუმინის სამმაგი მინა-პაკეტი მაქსიმალური თერმოიზოლაციისთვის.
დამატებითი სივრცეები: სახლს აქვს ტერასა ტყის ხედით, სარდაფი და მარანი.
მდგომარეობა: ჩაბარდება "შავი კარკასის" მდგომარეობაში, რაც საშუალებას გაძლევთ შიდა გეგმარება და დიზაინი საკუთარი გემოვნებით მოაწყოთ.
შესაძლებელია რემონტით ჩაბარება შეთანხმებული ბიუჯეტით.