იყიდება ბინა ვარკეთილში
იყიდება სრულად კეთილმოწყობილი ბინა ვარკეთილში, მეტროსადგურიდან დაახლოებით 10 წუთის სავალზე, სვანების ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე (-1 სართული).
ბინა მდებარეობს ახალაშენებულ კორპუსში და ნაცხოვრებია მხოლოდ 3 წელი. იყიდება სრული ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით, რაც ახალ მფლობელს საშუალებას აძლევს დამატებითი ხარჯების გარეშე დაუყოვნებლივ გადავიდეს საცხოვრებლად.
ბინა არის კომფორტული, მყუდრო და ენერგოეფექტური — ზამთარში თბილია, ხოლო ზაფხულში სასიამოვნოდ გრილი.
შესანიშნავი არჩევანია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციო მიზნით, გასაქირავებლად.