გრძელვადიანი იჯარით გაიცემა მრავალფუნქციური კომერციული ფართი. ობიექტი მოიცავს 312 კვ.მ. შიდა ფართსა და 100 კვ.მ. ტერასას/ეზოს და მდებარეობს ახალაშენებული საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე. ფართს აქვს 4,5 მეტრი სიმაღლის ჭერი და მდებარეობს მეტროს ორი სადგურიდან ფეხით სავალ მანძილზე. სივრცე იდეალურია იოგას ან პილატესის სტუდიისთვის, ოფისისთვის, მაღაზიისთვის, კაფესა თუ სხვა კომერციული საქმიანობისთვის.