ქირავდება ახალი, 3-ოთახიანი ბინა (ღია ტიპის სამზარეულო-მისაღები + 2 საძინებელი) ორთაჭალაში, მიხეილ აბრამიშვილის ქუჩა №36-ში, მე-10 სართულზე. ბინაში ახლახან დასრულდა რემონტი და მასში აქამდე არავის უცხოვრია. ის სრულად არის ავეჯითა და ახალი ტექნიკით აღჭურვილი; ასევე აქვს დიდი აივანი და გამოყოფილი პარკინგის ადგილი. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მეორე (უფრო პატარა) საძინებლის სწრაფად მოწყობა საწოლითა და სხვა ავეჯით, თქვენი მოთხოვნის შესაბამისად. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია საბავშვო და სპორტული მოედნები. ფეხით სავალ მანძილზეა ჩოგბურთის კორტი და აუზი „ოლიმპიკი“.