იყიდება 5-ოთახიანი ბინა აქსის პალასში საირმის გორაზე, დიდი მისაღები ოთახით და ცალკე სამზარეულოთი. მთავარი საძინებელი დამოუკიდებელი გასახდელი ზონით (walk-in closet) და სურვილის შემთხვევაში საკუთარი აბაზანით.
ბინა მდებარეობს ცენტრალურ პარკსა და ვასო გოძიაშვილის ბაღს შორის, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოპირდაპირედ. უშუალო სიახლოვეს არის აგრეთვე საბავშვო ბაღი, ფიტნეს დარბაზი, და ა.შ.
ბინიდან იშლება საუკეთესო ხედები ქალაქზე. სადარბაზოს ემსახურება ორი ჩქაროსნული ლიფტი.
ბინას აქვს თავისი კერძო პარკინგი -1 სართულზე. სურვილის შემთხვევაში პარკინგი შეგიძლიათ შეიძინოთ $17,000.