ახალ-გარემონტებული, უცხოვრებელი სახლი ძველ თბილისში, ისტორიულ შენობაში.
ორი დიდი საძინებელი, დიდი მისაღები, იზოლირებული სამზარეულო შუშაბანდით და კაბინეტი, რომელიც შეიძლება მოეწყოს მესამე საძინებლად.
2 თვის წინ დასრულდა კაპიტალური რემონტი და ჯერ არავის უცხოვრია.
სახლი აღჭურვილია ახალი ტექნიკით - ჩაშენებული ორკამერიანი მაცივარი, გაზქურა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა და ა.შ.
ცენტრალური გათბობა და ცხელი წყალი, იატაკის გათბობა, ახალი კარ-ფანჯრები, პლისე ჟალუზები რომელიც სურვილის შემთხვევაში 100% გაუმჭვირვალეს ხდის ფანჯრებს.
1 მეტრის სისქის აგურის კედლები, იდეალურად ენერგოეფექტური სახლი - ზამთარში ქვაბი მინიმალურ ტემპერატურაზე ყენდება და რადიატორების მხოლოდ ნახევრის გახსნაა საკმარისი.
შლაგბაუმით დახურული ეზო, მანქანის გაჩერებაზე პრობლემა არ იქნება.
გზის მეორე მხარეს არის მეტრო.
განვიხილავ გაქირავებას ოჯახზე ან საოფისედ.
გთხოვთ დამიკავშირდით მხოლოდ whatsapp-ით