ქირავდება ვერაზე, ბელინსკის ქუჩაზე 3 ოთახიანი 100 კვ.მ. ბინა 2 საძინებლით, 2 სველი წერტილით, სამზარეულო, მისაღები ოთახი, 2 აივნით, ვერანდით, საპარკინგე ადგილით, ახალ აშენებულ კორპუსში, მე-3 სართულზე 5 სართულიან კორპუსში. მისაღებ ოთახში არის ვიტრაჟებიანი ფანჯრები. ბინა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით - სარეცხის მანქანით, ჭურჭლის მანქანით, ჩაშენებული საცხობი ღუმელით, მიკროტალღური ღუმელებით, მაცივრით, ყველა ოთახში ჰაერის კონდეციონერებით, წყლის და გათბობის გაზის ქვაბი, ვაიფაი, ტელევიზორი. შენობას აქვს საკუთარი მიწისქვეშა პარკინგი და პატარა შიდა ეზო საკუთარი მაცხოვრებლებისთვის. კორპუსის შესასვლელი კარები იღება ჩიპით, სადარბაზოში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები. შენობა მდებარეობს ქალაქის ცენტრში, მეტრო რუსთაველიდან და ვერის ბაღიდან 5 წუთის სავალზე, სასტუმრო "რუმსი" და "ლოლიტა" სთან ახლოს. კარგი სამეზობლოთი.