სააგენტოების გარეშე.
იყიდება მაღალი ხარისხის მასალებით გარემონტებული, წყნარი და ნათელი ბინა ბარნოვის ქუჩაზე. მდებარეობს იდეალურ და პრესტიჟულ ლოკაციაზე, სადაც ირგვლივ არის ყველა საჭირო ობიექტი კომფორტული ცხოვრებისთვის: „ევროპროდუქტი“, აფთიაქები, მარკეტები და კაფეები.
ბინის ინტერიერში გამოყენებულია მუხის ხისგან დამზადებული, ძალიან ძვირფასი ავეჯი, რომელიც ბინაში რჩება ნაწილობრივ. აქვს ორი აივანი — პატარა საძინებლიდან და დიდი აივანი, საიდანაც იშლება მთაწმინდის ულამაზესი ხედი. აქვს ასევე გარდერობის იზოლირებული ოთახი რომელიც შეიძლება გადაკეთდეს სველ წერტილად. ბინას მოჰყვება მიწისქვეშა პარკინგის ადგილი (საკუთრებაში არაა გაფორმებული, თუმცა 16 წელია სტაბილურად გამოიყენება).