იყიდება 3-ოთახიანი ბინა თამარაშვილის ქუჩაზე – იდეალურ ლოკაციაზე!
იყიდება 130 კვ.მ ფართობის ბინა 6/8 სართულზე, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და კომფორტულ უბანში.
ბინა არის ძველი რემონტით და წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას მათთვის, ვისაც სურს საცხოვრებელი საკუთარი გემოვნებით მოაწყოს. 130 კვ.მ საერთო ფართობში შედის დაახლოებით 40 კვ.მ მიშენებული აივანი. რომელიც ამ კორპუსის ბინებისთვის ტიპური და საერთო პროექტის ნაწილია.
კორპუსი გამოირჩევა მშვიდი და მყუდრო ეზოთი, სადაც ამჟამად მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. სადარბაზო კოდირებულია, ხოლო შენობაში დამონტაჟებულია ახალი ლიფტი, რაც უზრუნველყოფს დამატებით კომფორტსა და უსაფრთხოებას.
მდებარეობა ბინის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა — ახლოს არის მეტრო, სკოლები, საბავშვო ბაღები, მაღაზიები და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა. იპოდრომის პარკამდე ფეხით მისვლა შესაძლებელია სულ 7–8 წუთში.
ბინა იყიდება ავეჯის გარეშე. ფოტოსურათებზე ასახული ავეჯი მხოლოდ გადაღების დროს იყო განთავსებული და გაყიდვაში არ შედის