ქირავდება გამორჩეული, სრულად მოწყობილი 3-სართულიანი კერძო სახლი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და პრესტიჟულ უბანში – ქოშიგორაზე. სახლი გამოირჩევა ფართო, ფუნქციური დაგეგმარებით, მაღალი ხარისხის მოპირკეთებითა და კომფორტული საცხოვრებელი გარემოთი.
ძირითადი მახასიათებლები:
სახლის ფართობი – 330 მ²;
ეზოს ფართობი – 400 მ²;
3 სართული;
4 საძინებელი, ყველა საკუთარი სველი წერტილით (მასტერ საძინებლები);
2 სრულად აღჭურვილი სამზარეულო;
კაბინეტი;
ბუხრიანი სასტუმრო ოთახი;
სტუმრების დამატებითი სველი წერტილი;
პარკინგი 2 ავტომობილისთვის;
სრულად მოწყობილია ავეჯით.
სახლი იდეალურია დიდი ოჯახისთვის ან მათთვის, ვინც ეძებს მაღალი კლასის, კომფორტულ საცხოვრებელს მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. ფუნქციური განლაგება, ფართო სივრცეები და სრულად აღჭურვილი ინტერიერი უზრუნველყოფს კომფორტულ ცხოვრებას პირველივე დღიდან.
📞 დამატებითი ინფორმაციისა და დათვალიერების დასანიშნად დაგვიკავშირდით:
598 157 144 — ლიკა