იყიდება 49.9 კვ.მ ბინა პრემიუმ კომპლექსში „ეკოდიღომი“ (ოლიმპიური ქალაქი)
ადგილმდებარეობა: ოლიმპიური ქალაქი (ბობ უოლშის 42)
ფართობი: 49.9 კვ.მ (მათ შორის აივანი 5.7 კვ.მ)
მდგომარეობა: პრემიუმ მწვანე კარკასი
სტატუსი: კორპუსი აშენებულია, მიმდინარეობს ეზოს მოწყობა
პროექტის შესახებ:
იყიდება ბინა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე გამწვანებულ და პერსპექტიულ უბანში. 1 ჰექტარზე გაშენებული კომპლექსი იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ გარემოს როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ.
რას მოიცავს პრემიუმ მწვანე კარკასი?
მაღალი ჭერი: 3.15 მეტრი.
ხმის იზოლაცია: ორმაგი სამეზობლო კედელი შიდა ქვაბამბით.
მასალები: ალუმინის კარ-ფანჯარა და სრულად მოპირკეთებული (ყინვაგამძლე) აივანი.
კომუნიკაციები: სრულად დაქსელილი და წერტილებში მიყვანილი დენი, წყალი, გათბობა და ინტერნეტი.
მრავალფუნქციური შიდა ეზო:
მანქანებისგან თავისუფალი, გამწვანებული სივრცე 24/7 დაცვით;
საფეხბურთო მოედანი, ფიტნეს სივრცე და ველობილიკი;
საბავშვო/სარეკრეაციო ზონები და ძაღლების პარკი;
მიწისქვეშა პარკინგი (ელექტრომობილების დამტენებითა და ავტოსამრეცხაოთი).
კომპლექსთან მისასვლელი გზა მოსახერხებელია როგორც აღმაშენებლის ხეივნიდან (შესახვევი "ვენდისთან"), ისე ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირიდან.