ჩუღურეთში, ბარათაშვილის ხიდიდან 100 მეტრში, მდებარე უძრავი ქონება 80.95 კვ.მ-ს მოიცავს. ბინა განთავსებულია პრივატული 4-სართულიანი აგურის შენობის მესამე სართულზე. გეგმარება მოიცავს სტუდიოს ტიპის მისაღებ ოთახს, ორ საძინებელს, გარდერობს, ერთ სველ წერტილსა და აივანს.
ბინაში რემონტი ახალი დასრულებულია, გამოყენებულია ხარისხიანი მასალები. დამონტაჟებულია ალუმინის კარ-ფანჯარა, მუხის შპონით დამზადებული სამზარეულო და ჩაშენებული კარადები, ხოლო სველ წერტილში გამოყენებულია მაღალი ხარისხის სანიტარიული მოწყობილობები და შემრევები. ბინა სრულად მოწყობილია ავეჯით.
შენობა აშენებულია მაღალი ხარისხის მასალებით, აქვს დაცული სადარბაზო, სამგზავრო და სატვირთო ლიფტები, ასევე 24-საათიანი დაცვა.
ლოკაცია გამოირჩევა როგორც ისტორიული მნიშვნელობით, ისე მაღალი ტურისტული აქტივობით. ბარათაშვილის ხიდი ძველ და ახალ თბილისს აკავშირებს, ხოლო მიმდებარე ტერიტორია ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ზონად ითვლება. რამდენიმე წუთის სავალზეა ძველი თბილისის ისტორიული უბნები, რიყის პარკი, ტურისტული მარშრუტები, კაფე-რესტორნები და კულტურული ღირსშესანიშნაობები. მიმდებარედ განთავსებულია რამდენიმე ცნობილი სასტუმრო და ტურისტულად აქტიური ობიექტი, რის გამოც ეს არეალი მოკლევადიანი და გრძელვადიანი გაქირავების თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საინვესტიციო ლოკაციას წარმოადგენს. ბარათაშვილის ხიდამდე ფეხით დაახლოებით 3 წუთის სავალია, ხოლო ქალაქის ცენტრალური ლოკაციები რამდენიმე წუთშია ხელმისაწვდომი.