აბანოთუბანში, ხარფუხის ისტორიული უბანის ფერდობზე არსებული უძრავი ქონება 118. 5 კვ.მ მოიცავს. ბინა განთავსებულია თანამედროვე, 4 სართულიან საცხოვრებელი შენობის 3 სართულზე. შენობის პროექტი შესრულებულია ისტორიული გარემოს გათვალისწინებით და ორგანულად ერწყმის გრიშაშვილის ქუჩის XIX საუკუნის არქიტექტურულ განაშენიანებას.
შენობის ჩაბარება 2026 წელს არის დაგეგმილი.
ბინა გამოირჩევა ფართო და ფუნქციური დაგეგმარებით. სივრცე მოიცავს ჰოლს, ნათელ მისაღებ ოთახს, ორ საძინებელს, ორ სველ წერტილსა და საგარდერობე ოთახს. ინტერიერში კედლები გალესილია, დამონტაჟებულია მაღალი ხარისხის ალუმინის ვიტრაჟული კარ-ფანჯრები, გაყვანილია იატაკქვეშა გათბობის სისტემა და ჩასმულია მაღალი ხარისხის შესასვლელი კარი. ხის მოპირკეთებული აივნიდან იშლება ხედები აბანოთუბნის, თაბორისა და ავლაბრის მთების მიმართულებით.
საცხოვრებელი კომპლექსი უზრუნველყოფილია კეთილმოწყობილი და გამწვანებული ეზოთი, პირველ სართულზე განთავსებულია კომერციული სივრცეები, მისასვლელი გზები ახალი ქვაფენილით არის მოწყობილი, ხოლო შენობას დამატებით აქვს სათადარიგო წყლის რეზერვუარი და ელექტროენერგიის სარეზერვო სისტემა. პარკინგი ხელმისაწვდომია და ცალკე იყიდება.
აბანოთუბანი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებული უბანია, რომელიც ისტორიული მემკვიდრეობით, უნიკალური არქიტექტურითა, საუკეთესო ხედებით და მაღალი საინვესტიციო პოტენციალით გამოირჩევა.