საყურადღებოდ: აგენტებთან არ ვთანამშრომლობ!
ქირავდება ოროთახიანი ბინა ანძის ხედით „აქსის პალას 1“-ში (საბურთალო)
ხანგრძლივი ვადით (მინიმუმ 1 წლით) ქირავდება მოწყობილი 47 კვ.მ ბინა საბურთალოს გულში, „აქსის პალას 1“-ის კომპლექსში. მდებარეობიდან გამომდინარე, ყველაფერი ძალიან მარტივად ხელმისაწვდომია.
ბინის მახასიათებლები:
*** გეგმარება: ოროთახიანი ბინა — 1 იზოლირებული საძინებელი, მისაღები ოთახი, სამზარეულო, სააბაზანო და აივანი.
*** ხედი: აივნიდან ჩანს თბილისის სატელევიზიო ანძა.
*** ტექნიკა და კომფორტი: გათბობა, კონდიციონერი, ცხელი წყალი, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი და საკაბელო არხები.
*** სამზარეულო: ელექტრო ქურა, ღუმელი, გამწოვი და მაცივარი.
*** ტელევიზია და ინტერნეტი: კომუნიკაციები სახლში შეყვანილია. მდგმურს შეუძლია საკუთარი სურვილით ჩართოს და გამოიყენოს მისთვის სასურველი ნებისმიერი პაკეტი.
კორპუსი და უსაფრთხოება:
*** თანამედროვე კორპუსი გამართული ლიფტით.
*** საერთო სივრცეებში (შესასვლელში, ლიფტში და დერეფნებში) დამონტაჟებულია ვიდეომეთვალყურეობის კამერები.
ლოკაცია და ინფრასტრუქტურა (ყველაფერი ძალიან ახლოს):
*** ტრანსპორტი: ტექნიკური უნივერსიტეტის მეტროდან, პეკინის გამზირიდან და ბუკიას ბაღიდან 5 წუთის სავალზე.
*** კომპლექსში ან 5 წუთის სავალზე: ყველაფერი ხელმისაწვდომია ფეხის ნაბიჯზე — სუპერმარკეტები (კარფური, 24/7 ნიკორა, სპარი), ბანკები (TBC და საქართველოს ბანკი), 24/7 აფთიაქები, სამედიცინო კლინიკა, წიგნის მაღაზია, სხვადასხვა საცხობები, კაფეები და სხვა.
პირობები:
*** მინიმუმ 1-წლიანი ხელშეკრულებით.
*** ფასი: 650 აშშ დოლარი/თვეში (შესაძლებელია მოლაპარაკება)
*** კომუნალურები: კომუნალური გადასახადები ფასში არ შედის. ყველა ხარჯს სრულად იხდის მდგმური.
*** გადახდა: პირველი და ბოლო თვის ქირის წინასწარი გადახდით.