საბურთალოზე, თამარაშვილის ქუჩაზე, აქსისის კომპლექსში მდებარე უძრავი ქონება 111 კვ.მ მოიცავს. ბინა განთავსებულია 2005 წელს აშენებული მყარი კონსტრუქციის მქონე შენობის მე-7 სართულზე და აქვს ქალაქის შესანიშნავი ხედები.
გეგმარებით სივრცე მოიცავს ჰოლს, სტუდიოს ტიპის მისაღებ ოთახს 30 კვმ, ორ საძინებელს, გარდერობს, 10 კვმ აივანს და ერთ სველ წერტილს. ბინას მოყვება სახლის ქვეშ მდებარე ავტოფარეხი. კორპუსი მოვლილი, ლიფტი მუშაობს ჩიპზე, შესასვლელი კარი კოდზე.
ინტერიერი გემოვნებით არის მოწყობილი: იატაკზე პარკეტია დაგებული, შიდა კარებები დამზადებულია ძვირფასი ხის მასალისგან, ჭერის სიმაღლე კი 3 მეტრს აღემატება. მისაღებ ოთახს და სამზარეულოს ესაზღვრება გრძელი აივანი. ბინა ნათელი, კომფორტული და ფუნქციურად დაგეგმარებულია.