იყიდება 3 ოთახიანი, მყუდრო და ნათელი, გამჭოლი ბინა, ს. ჩიქოვანის ქუჩაზე. ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მწვანე ლოკაციაზე, ვაკისა და საბურთალოს გასაყარზე. ფართობი 89კვ. სართული პირველი მაღალი, ქუჩის მხრიდან თითქმის მე 3 სართულის დონეზე, ქვედა სართულზე ოფისებია. დაგეგმარება: სრულიად იზოლირებული სამზარეულო ფანჯრით. 2 დამოუკიდებელი საძინებელი ფანჯრებით, მისაღები და აივანი, ფართო შესასვლელი. ინა არის გამჭოლი, ხედით წინმდებარე სკვერზე, რომელიც არასდროს არ ჩაიკეტება. სუფთა რემონტი, ცენტრ. გათბობის სისტემა, ბინას აქვს მეორე სველი წერტილის მოწყობის პერსპექტივა . ფეხით სავალ მანძილზეა ვაკე, მზიური და მეტრო ტექნიკური უნივერსიტეტი, ბინა აშენებულია 2006წ.(ამხანაგობის პროექტი) გამოირჩევა მყარი და ხარისხიანი კონსტრუქციით . მდებარეობიდან და სართულიდან გამომდინარე ბინა იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე კომერციული დანიშნულებისთვის.