იყიდება მყუდრო, მზიანი და სრულად მზად საცხოვრებელი ბინა ვარკეთილში. 📍 მისამართი: ოსიპ მანდელშტამის ქუჩა (ძველი წულუკიძის II შესახვევი), საკონდიტრო „მადარტის“ მოპირდაპირედ. 🚇 მეტრომდე სულ 5 წუთი! ბინა მდებარეობს ვარკეთილისა და ზემო სამგორის მეტროსადგურებთან ახლოს, ახლოსაა ყველაფერი, რაც ოჯახურ ცხოვრებას სჭირდება — საბავშვო ბაღები, სკოლები, კერძო სკოლა „ალბიონი“, მაღაზიები, აფთიაქები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. 🏢 52 კვ.მ ბინა განთავსებულია მყარ, ხუთსართულიან კორპუსში, პირველ სართულზე. 8 კვ.მ რეგისტრირებული სარდაფი — დამატებითი სათავსო თქვენი ნივთებისთვის. პატარა, შემოღობილი ეზო უკანა მხარეს — შესაძლებელია აივნის ან მყუდრო დასასვენებელი სივრცის მოწყობა. ✅ ცენტრალური გათბობა. ✅ ყველა ფანჯარაზე დამცავი გისოსები და მწერების საწინააღმდეგო ბადეები. ✅ ჩიპიანი სადარბაზოს კარი. ✅ მშვიდი, უსაფრთხო და კეთილმოწყობილი გარემო. 🎁 ბინა იყიდება ავეჯითა და ტექნიკით: ✔️ მაცივარი ✔️ სარეცხი მანქანა ✔️ კონდიციონერი ✔️ არსებული ავეჯი. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით.