ქირავდება 3 ოთახიანი ბინა თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირთან - მარი ბროსეს N3 ში.
ბინა არის მაღალჭერიანი, გარემონტებული, ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი.
ბინას აქვს ფართე და ნათელი მისაღები ოთახი, მყუდრო საძინებელი, ცალკე სამზარეულო და აბაზანა. ასევე, დამატებითი ოთახი ნახევრადსარდაფში (11 მ2, ფანჯრით), რომელიც შიდა კიბით საძინებელთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ოთახი შესაძლოა გამოყენებულ იქნას დამატებით საძინებლად, ან სამუშაო ოთახად.
ბინა არის საფეხმავლო მანძილზე ძველი თბილისის ყველა ღირშესანიშნაობიდან (პარლამენტი, ოპერა, მშრალ ხიდი, დედაენის და ორბელიანის სკვერები, პრეზიდენტის სასახლე და აშ).
ბინა პირდაპირ გამოდის ბროსეს ქუჩაზე, რაც მას კომერციული საქმიანობისთვისაც (მაღაზია, ოფისი, სამედიცინო კერძო პრაქტიკა და აშ) მომხიბვლელს ხდის.
ბინა ქირავდება მინიმუმ 6 თვით, 2 თვის თანხის წინასწარი გადახდის პირობით.
მაკლერებთან არ ვთანამშომლობთ.