იყიდება ვაკეში სასწრაფოდ, კეკელიძეზე ძალიან საინტერესო საცხოვრებელი ბინა მოქმედი კომერციული ფართით.
-----------------------------------------------------------
ბინა მდებარეობს მრგვალ ბაღთან ახლოს, მაღალ პირველ სართულზე. ბინა არის დუპლექსის ტიპის - 50 კვ.მ. პირველი სართული (მოიცავს დიდ მისაღებს, ორ საძინებელს პირველადი განათებით და დიდ სველ წერტილს) და 50 კვ.მ. ნახევრად სარდაფს (22 კვ.მ. - სამზარეულო, რომელიც ზედა სართულს უკავშირდება ხის მასიური შიდა კიბით, ხოლო 27 კვ.მ. არის მოქმედი კომერციული ფართი (სალონი სიზოლირებული სველი წერტილით), რომელსაც ასევე აქვს იზოლირებული შესასვლელი სადარბაზოდან).
ბინას აქვს მაღალი ჭერი - პირველი სართულის - 3,15 მ.; ნახევრადსარდაფის - 3,30 მ. ბინაში ასევე არის მუხის პარკეტი და ხის ავეჯი.
ბინა იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ.