ამ სივრცის შესახებ
პატარა, მყუდრო, მზიანი და თანამედროვე სტუდიო-აპარტამენტი.
დრო გაატარეთ უნიკალური და ორიგინალური ნამუშევრების გარემოცვაში.
იდეალურია მარტო მოგზაურებისთვის ან წყვილებისთვის.
მდებარეობს ზღვის სანაპიროდან რამდენიმე წუთის სავალ მანძილზე.(მაქსიმუმ 10 წუთი)
თქვენს განკარგულებაში იქნება:
* ტანსაცმლის კარადა და საკიდები
* პატარა სამზარეულო ელექტროქურით
* Wi-Fi და ტელევიზორი
* საშხაპე და ტუალეტი
* პირსახოცები და თეთრეული
* კონდიციონერი და ცენტრალური გათბობა
★ არამწეველებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი ★
სტუმრებთან ყოველთვის ვიქნები კავშირზე როგორც ჩამოსვლამდე, ისე თქვენი სტუმრობის განმავლობაში.
გასათვალისწინებელი
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აპარტამენტი მდებარეობს ძველი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე და ლიფტი არ არის. თუმცა, მყუდრო გარემო და ზღვასთან სიახლოვე ამ კიბეებზე ასვლას ნამდვილად ამართლებს.