იყიდება ექსპლუატაციაში მიღებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი ახალ წავკისში, თავისუფლების მოედნიდან დაახლოებით 10 წუთის სავალზე.
სახლი მდებარეობს 376 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და იყიდება მწვანე კარკასის მდგომარეობაში.
მახასიათებლები:
• საცხოვრებელი ფართი – 292.5 კვ.მ
• 3 საძინებელი
• 3 სველი წერტილი
• დიდი მისაღები სივრცე
• ბუხარი
• ტერასა პანორამული ხედით თბილისზე
• ავტოფარეხი
• ინდივიდუალური ეზო
შესრულებული სამუშაოები:
• გაყვანილია ელექტროობა
• ჩადებულია გათბობის სისტემა
• კედლები გალესილია
• იატაკი მოჭიმულია
• შეყვანილია გაზი და წყალი
• შესრულებულია შენობის დათბუნება
მშენებლობისას გამოყენებულია მაღალი ხარისხის მასალები:
• ALUTECH-ის ალუმინის ვიტრაჟები ენერგოეფექტური თბოიზოლირებული მინაპაკეტებით
• მაღალი ხარისხის ელექტრო სისტემა და პროფესიონალურად დაგეგმილი ელექტროგაყვანილობა
• ეზოში დასხმულია მაღალი ხარისხის მოპრიალებული ბეტონი
• ავტომატური ჭიშკარი და ავტოფარეხის კარი იტალიური ძრავებით
დამატებითი უპირატესობები:
• ელექტრომობილის დასატენი წერტილი ავტოფარეხში
• გამწვანებული ეზო
• აუზის მოწყობის შესაძლებლობა
• ბრტყელი გადახურვა, რომელიც დამატებით 100+ კვ.მ ფუნქციურ სივრცეს ქმნის (ტერასა, დასასვენებელი ზონა ან სხვა დანიშნულებით გამოყენებისთვის)
სახლიდან იშლება ულამაზესი ხედი თბილისზე და მთაწმინდის მიმართულებით.
ნაკვეთი მდებარეობს დასახლებულ და განვითარებულ უბანში.