ქირავდება დღიურად 65 მ² ახალი აშენებული ბინა ომარ ხიზანიშვილის ქუჩაზე, თბილისში.
მდებარეობს ომარ ხიზანიშვილის #8-ში. მეტრო ახმეტელი 2 წუთის მოშორებით. ეს ლოკაცია იდეალურია როგორც ტურისტებისთვის, ასევე საქმიანი ვიზიტორებისთვის, ვისაც სურს კომფორტული დასვენება ყველა საჭირო ობიექტთან ახლოს. მიმდებარედ არის მაღაზიები, აფთიაქები, კაფეები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები, რაც უზრუნველყოფს მარტივ წვდომას ქალაქის ნებისმიერ წერტილთან.
* იდეალური განლაგება 65 მ² ფართობზე, რაც ქმნის ფართო და მყუდრო სივრცეს.
* სრულად აღჭურვილი სამზარეულო ყველა საჭირო ტექნიკით (მაცივარი, ქურა, ელექტრო ჩაიდანი).
* კომფორტული საძინებლები, ორადგილიანი საწოლით, და ერთ ადგილიანი 2 ცალი საწოლი.
* დიდი აბაზანა სარეცხი მანქანით
* მაღალსიჩქარიანი Wi-Fi და ტელევიზორი.
* აივანი ქალაქის სასიამოვნო ხედებით.
ბინა განკუთვნილია როგორც ინდივიდუალური მოგზაურებისთვის, ასევე წყვილებისთვის ან მცირე ოჯახებისთვის.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.