ქირავდება ოროთახიანი ბინა სანზონაში, გუდამაყრის ქუჩაზე, მე-8 საავადმყოფოს უკან. ფეხით 7 წუთის სავალზეა როგორც ღრმაღელეს, ასევე გურამიშვილის მეტროსადგურებისგან. ძალიან ახლოსაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება. კორპუსის ქვემოთაა ქსელური მარკეტები და აფთიაქები. კორპუსს ემსახურება ორი ლიფტი, მათ შორის ერთი სატვირთო. ბინა არის სუფთა, ბინაში ამჟამად არის მესაკუთრის ნივთებიც, მაგრამ გაქირავების შემთხვევაში წამოვიღებთ. რჩება ავეჯი, რომელსაც მაცხოვრებელი გამოიყენებს სათავისოდ. ბინა არის ოროთახიანი და აქვს აივანიც, რომელიც ამოშენებულია და გამოიყენება მესამე ოთახად. რემონტი არის ძველი, მაგრამ სუფთა ბინაა. ბინაში შეგიძლიათ იყოლიოთ შინაური ცხოველი ჰიგიენური პირობების დაცვისა და სათანადო მოვლის შემთხვევაში.