იყიდება ჩემი თბილი და ტკბილი სამოთახიანი ბინა. ორი საძინებლით და სტუდიოს ტიპის მისაღებით. არის კუთხის ბინა და ყველა ოთახს აქვს პირველადი განათება. ბინა მდებარეობს სამხრეთით, რაც იმას ნიშნავს, რომ არის მზიანი, ნათელი და თბილი. იყიდება ავეჯით და ტექნიკით, რჩება ყველაფერი რასაც ხედავთ ფოტოებზე, გავიტან მხოლოდ პირად ნივთებს.
ბინა მდებარეობს დიდ დიღომში, მესამე მიკროს დასაწყისში, დანიბეგაშვილის 2 ნომერი, მირიან მეფის 96. ხედი არის ეზოს მხარეს, წინ კერძო სახლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ კორპუსები არასდროს არ აშენდება, არის მშვიდი ადგილი. სამსახურიდან მოსულზე ამ აივანზე ყოფნას და დასვენებას არაფერი ჯობს. ახლოსაა ავტობუსის გაჩერება, მაღაზიები, აფთიაქები, სკოლა. ეზო ჩაკეტილია შლაგბაუმით და პარკინგის პრობლემა არ შეგექმნებათ.
ბინა არის ცხრასართულიანი კორპუსის მე-5 სართულზე.