ქირავდება მაღალი სტანდარტის, სრულად კეთილმოწყობილი საცხოვრებელი სახლი საირმის გორაზე, პრესტიჟულ დიპლომატიურ უბანში.
სახლი მოიცავს სამ დამოუკიდებელ საძინებელს, ერთ კაბინეტს და ხუთ სველ წერტილს. აქვს კეთილმოწყობილი მარანი ბუხრით, გათბობით აღჭურვილი საცურაო აუზი, პულტიანი ავტოფარეხი და ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემა.
სახლი მდებარეობს უსაფრთხო და დაცულ გარემოში, გამოირჩევა სიმშვიდით (ერთი წუთის სავალზე წითელ ბაღამდე) და მაღალი უსაფრთხოების სტანდარტებით. საცხოვრებელი დაგეგმარებულია პრაქტიკულ საჭიროებებზე გათვლით და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
წლების განმავლობაში ქირავდებოდა საელჩოების თანამშრომლებზე, რაც ადასტურებს მის შესაბამისობას დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებთან.
დამატებითი ინფორმაციისა და ნახვის დასანიშნად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ.