ქირავდება უნივერსალური კომერციული ფართი სოლოლაკში 📍 მისამართი: პაოლო იაშვილის ქუჩა 5 წუთის სავალზე თავისუფლების მოედნიდან. 🔹 ფართობი: 200 კვ.მ. 🔹 განთავსება: 4 სივრცე + 3 სველი წერტილი 🔹 შესასვლელი: ისტორიული იტალიური ეზოდან (ნახევრად სარდაფის ტიპი) ფართის შესახებ: შენობა უმაღლესი კატეგორიის კულტურული ძეგლია, აშენებული XIX საუკუნის ბოლოს. 1902-1907 წლებში აქ მდებარეობდა საფრანგეთის საკონსულო, სადაც თავად კონსულიც ცხოვრობდა. ფართს ის იყენებდა ღვინის სარდაფად. სხვადასხვა პერიოდში ფართში ფუნქციონირებდა რესტორანი, კაფე, პიცერია, კერამიკის საამქრო, ფილმის წარმოების ოფისი; ტარდებოდა მინი-კონცერტები და კულტურული ღონისძიებები. შესაძლო დანიშნულება: ფართი იდეალურია რესტორნისთვის, კაფესთვის, ბარისთვის, ღვინის სარდაფისთვის, ხელოვნების სივრცისთვის, ოფისისთვის, სამუშაო სივრცისთვის, ფრანგული საცხობისთვის და სხვა მრავალ საქმიანობისთვის. მოწყობილია ბარის სტოიკა. აღჭურვილია გათბობა/გაგრილების სისტემით. ფართი გარემონტებულია, არ საჭიროებს დამატებით სამუშაოებს – შესაძლებელია მუშაობის დაწყება. ამჟამად ცარიელია (არ არის სამზარეულო მოწყობილობა და ავეჯი). გასაკეთებელია გამწოვი სისტემა. ავტოსადგომი არ აქვს.