ქირავდება 3 ოთახიანი ბინა ვაკეში
ქირავდება სრულიად ახალი, უცხოვრებელი ბინა პრესტიჟულ ლოკაციაზე - ვაკის პარკთან, ყიფშიძის 4 ნომერში, ,,აქსის თაუერსის’’ უკან. ბინა გამოირჩევა თანამედროვე და დახვეწილი დიზაინით. არის სრულად აღჭურვილი ახალი ავეჯითა და ტექნიკით. იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც სურს იცხოვროს ხარისხიან, ახალ და გემოვნებით მოწყობილ ბინაში, ვაკის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ქუჩაზე. საცხოვრებელი ფართი არის 70 მ², აქვს ორი საძინებელი, სამზარეულო, მისაღები და 1 სველი წერტილი. ბინას არ აქვს აივანი. ძველ აშენებულ 15-სართულიან კორპუსში, მე-14 სართულზე მდებარეობს.