ტაბახმელაში გთავაზობთ ვილას მშენებარე კომპლექსში ეს არის დახურული საცხოვრებელი პროექტი რომელიც რვა საცხოვრებელი თაუნჰაუზისგან შედგება.
არის გამორჩეულ ადგილას ვისაც სურს ქალაქის ხმაურს განერიდოს და ამავდროულად არ მოწყდეს დედაქალაქს, იცხოვროს სუფთა ჰაერზე, სიმწვანეში მშვიდ ადგილას. მანძილი თავისუფლების მოედნიდან 15 წუთის სავალზე, სოლოლაკიდან 10 წუთი, ფუნიკულიორო 10 წუთის დაშორებით. მშენებლობა უკვე დაწყებულია და დასრულდება 6 თვეში. სამშენებლო კომპანია გთავაზობთ ელეგანტური დიზაინის, მოწინავე ტექნოლოგიებისა და ბუნებრივი გარემოს სრულყოფილ კომბინაციას. თითოეული სახლის თანამედროვე არქიტექტურა ჰარმონიულად ერწყმის გარემოს. პროექტის მთავარი კონცეფცია და ამოცანა იყო შექმნილიყო ქალაქის ქაოსისგან მოშორებით და ამავდროულად ქალაქთან ახლოს ჯანსაღი საცხოვრებელი
უბანი. საცხოვრებელი სივრცეები, სადაც ადამიანები ჰარმონიაში იქნებიან ბუნებასთან და დატკბებიან თავიანთი
სახლების კომფორტით.
ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობით შემდეგი პირობებით
ვილა არის განაწილებული 3 სართულზე
ვილა 5 : ტერიტორიის ფართობი 486,1 მ2, მოშენების ფართობი 142 მ2, საერთო საცხოვრებელი ფართობი 362,2 მ2
საცხოვრებელი 278,1 მ2, საზაფხულო 64,4 მ2
გეგმარება: სართული 1- ჰოლი, კიბის უჯრედი, სამრეცხაო, სველი წერტილი, სამზარეულო, მისაღები ოთახი, სასადილო ოთახი, ვერანდა.
სართული 2- ჰოლი, სამი საძინებელი ერთი საკუთარი სველი წერტილით, ერთი საძინებელი საგარდერობე ოთახით და ერთი საერთო სველი წერტილი, აივანი.
მესამე სართული- სამზარეულო და ტერასა.