სიმეტრია პარკი არა უბრალოდ მორიგი საცხოვრებელი უბანი, არამედ ცხოვრების ახლებური სტანდარტია.
სიმეტრია პარკი თბილისის ცენტრიდან მხოლოდ 8 წუთის სავალზე, მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში მდებარეობს.
პროექტი 31 თაუნჰაუსს და 39 აპარტამენტს აერთიანებს.
პროექტში საერთო გამოყენების სივრცეების არსებობას დიდი ყურადღება ეთმობა. მაცხოვრებლებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად პროექტში გათვალისწინებულია ცენტრალური პარკი, ბავშვებისთვის დაცული და გამწვანებული სათამაშო მოედანი, სპორტული დარბაზი და მინი-სპა, შეხვედრების სივრცე.
სიმეტრია პარკის მაცხოვრებლებს დახვდებათ შემდეგი მომსახურებები:
კონსიერჟი, 24 საათიანი უსაფრთხოება, ვიდეო-დაკვირვების სისტემა, საერთო მოხმარების სივრცეეების მოვლა--პატრონობა.