„იუნითი დეველოპმენტის“ ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი „იუნითი - ვაზისუბანი“ თავისი მრავალფეროვნებითა და დახვეწილი არქიტექტურით გამოირჩევა.
პროექტი ერთგვარად, უბნის ურბანულ განვითარებას უწყობს ხელს, რაიონისათვის საუკეთესო მდებარეობითა და ულამაზესი ხედებით ხასიათდება. ობიექტთთან რამდენიმე წუთის სავალზეა ყველაზე მოთხოვნადი და საჭირო ობიექტები: სუპერმარკეტები, საჯარო სკოლები, საბავშვო ბაღები, ბანკები და სხვა.
პროექტის არქიტექტურულ-გეგმარებითი პრინციპები მორგებულია თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებზე და სრულად აკმაყოფილებს სამშენებლო დარგში მოქმედ უმაღლეს სტანდატებს. პროექტის მთავარი იდეაც ემსახურება ადამიანებისათვის უკეთესი, ჰარმონიული და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნას. შეიქმნას გარემო-სადაც ყველაფერი ადამიანის ინტერესებზეა მორგებული.
არსებული პროექტი გავძლევს შესაძლებლობას განვახორციელოთ ჩვენი იდეა - ეკოლოგიურად სუფთა და იმგვარი გარემოს შექმნა, რომელიც ადამიანის საჭიროებებზე ორიენტირებული. მიწის ნაკვეთებზე განთავსებული შენობათა გეგმარებები საშუალებას გვაძლევს მოქალაქეებს შევუქმნათ ჯანსაღი გარემო, სადაც შესაძლებელი იქნება ქალაქის ხმაურისაგან თავის არიდება. პროექტით გათვალისწინებულია საფეხმავლო ბილიკებისა და 2 საბავშვო მოედნის უზრუნველყოფა. მობინადრეები შეძლებენ დაისვენონ იზოლირებულ სარეკრეაციო ზონებში.
კომპლექსის ჯამური ფართი 11 071 კვ. მეტრია, საიდანაც განაშენიანება მხოლოდ 2 831 კვ. მეტრზე ხორციელდება. ხოლო დარჩენილი ნაწილი - 8240 კვ. მეტრი არსებითად, გამწვანებულ ტერიტორიებსა და მისასვლელ გზებს დაეთმობა.
„იუნითი - ვაზისუბანი“ 3 ბლოკს აერთიანებს. პროექტი მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შენდება.
ამასთან:
* კომპლექსის მნიშვნელოვანი უპირატესობაა სრულად გამართული ინფრასტრუქტურა და ულამაზესი ხედები მთელს თბილისზე.
* კომპლექსის ექსტერიერს გამორჩეულს ხდის ფასადი;
* შენობა გამოირჩევა მდგრადობით, რაც განპირობეულია მისი კონსტრუქციული სიმყარით; სწორედ აღნიშნული წარმოადგენს კომპანიის ერთ-ერთ პრიორიტეტს.
* მშენებლობა წარმოებს მხოლოდ საუკეთესო სტანდარტის სამშენებლო მასალებით (მაგალითად: გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ბლოკი, რომელსაც სტანდარტულთან მიმართებით, 50-70 % -ით მაღალი თბოიზოლაცია გააჩნია; გამოიყენება საუკეთესო სტანდარტის კარ-ფანჯრების მასალები, უმაღლესი ხარისხის მოსაპირკეთებელი მასალები და სხვა);
* თითოეული ბინის საზაფხულო ფართი, სრულად თანაზომიერია ბინის საცხოვრებელი ფართისა;
* გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ლიფტები, რომელიც აგრეთვე აღჭურვილია საგენერატორო სისტემებით;
* პროექტი აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით.
* კომპლექსში შემავაი ბლოკები მიწის ნაკვეთზე განთავსებულია იმგვარად, რომ იქმნება შიდა ეზო, რაც მცხოვრებელთათვის სრულად უსაფრთხო გარემოს შექმნას უწყობს ხელს.
* კომპლექსს გააჩნია დაცული შიდა და გარე ავტო პარკირების ზონა.
* პროექტი აგრეთვე ხასიათდება შშმ პირთათვის კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნით.
* შენობაში გათვალისწინებულია მაცხოვრებლების უსაფრთხოებისა და დაცულობის მაღალი ხარისხი;