„იუნითი დეველოპმენტის“ თანამედროვე კომპლექსი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირ #154-ში მდებარეობს და გამოირჩევა მრავალფუნქციურობით. აქ ყველაფერი მაცხოვრებლებისათვის კომფორტის შექმნას ემსახურება. ტერიტორიაზე განთავსება საოფისე და კომერციული ფართები. მშენებლობისას გამოიყენება უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური მასალები.
კომპლექსი რაიონისათვის საუკეთესო მდებარეობით ხასიათდება - მდებარეობს ცენტრალურ გზაზე, თუმცა ამავდროულად ინარჩუნებს სიმყუდროვის მაღალ ხარისხს. ობიექტს ემიჯნება ყველაზე მოთხოვნადი და საჭირო ობიექტები: სუპერმარკეტები, საჯარო სკოლები, საბავშვო ბაღები, ბანკები და სხვა.
პროექტის არქიტექტურულ-გეგმარებითი პრინციპები სრულად აკმაყოფილებს სამშენებლო დარგში მოქმედ უმაღლეს სტანდატებს. პროექტის მთავარი იდეაც ემსახურება ადამიანებისათვის უკეთესი, ჰარმონიული და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნას.
კომპლექსი შედგება სამი ბლოკისაგან, რომელთაგან ერთი 12-სართულიანია, მეორე 8 სართულიანი, ხოლო მესამე - 2 სართულიანი. მიწის ნაკვეთის ჯამური ფართი 2 400 კვ. მეტრია, საიდანაც განაშენიანება მხოლოდ 1257 კვ. მეტრზე ხორციელდება. ხოლო დარჩენილი ნაწილი გამწვანებულ ტერიტორიასა და მისასვლელ გზებს დაეთმობა.
პროექტი მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შენდება. თანამედროვე კომპლექსი მშვიდ, მყუდრო ქალაქში კომფორტულად ცხოვრების შესაძლებლობაა. კომპლექსის მნიშვნელოვანი უპირატესობაა სრულად გამართული ინფრასტრუქტურა და მოსახერხებელი ადგილმდებარეობა.
ამასთან:
* შეთავაზებული ბინები გამოირჩევა საუკეთესო გეგმარებით. აღნიშნული, წარმოადგენს კომპანიის ერთ-ერთ პრიორიტეტს.
* თითოეული ბინის საზაფხულო ფართი, სრულად თანაზომიერია ბინის საცხოვრებელი ფართისა;
* თითოეულ სართულზე მდებარეობს არაუმეტეს 4-6 ბინისა.
* კომპლექსის ექსტერიერს გამორჩეულს ხდის ფასადი;
* შენობა გამოირჩევა მდგრადობით, რაც განპირობეულია მისი კონსტრუქციული სიმყარით; სწორედ აღნიშნული წარმოადგენს კომპანიის ერთ-ერთ პრიორიტეტს.
* მშენებლობა წარმოებს მხოლოდ საუკეთესო სტანდარტის სამშენებლო მასალებით;
* გამოიყენება უმაღლესი ხარისხის ლიფტები, რომელიც აგრეთვე აღჭურვილია საგენერატორო სისტემებით;
* პროექტი აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით.
* პროექტი აგრეთვე ხასიათდება შშმ პირთათვის კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნით.
* შენობაში გათვალისწინებულია მაცხოვრებლების უსაფრთხოებისა და დაცულობის მაღალი ხარისხი;
* კომპლექსს გააჩნია დაცული შიდა და გარე ავტო პარკირების ზონა.
* პროექტში, გარდა საცხოვრებელი ბინებისა, გათვალისწინებულია კომერციული და საოფისე ფართების არსებობა.