კომპანია გრინჰილი თბილისში, ეკოლოგიურად სუფთა და მყუდრო გარემოში აშენებს მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომელიც დღემდე არსებული ყველა პროექტისგან გამორჩეულია თავისი სპეციფიკით, გეგმარებით, კომფორტულობითა და სიმწვანით. კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ეკოლოგიურად სუფთა გარემოა, რომელსაც ვერეს ხეობისა და წყნეთის ჰაერი ქმნის. ტერიტორია გამწვანებულია და ხეობის საშუალებით ბუნებრივად ნიავდება. კომპანია 33 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აშენებს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის საცხოვრებელ, კომერციულ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, საბავშვო და რეკრეაციულ ზონებს. მშენებლობისას გათვალისწინებულია ქალაქის განაშენიანების პრინციპები, დაცულია ეკოლოგიური უსაფრთხოება და ბუნება. გრინჰილის საცხოვრებელი კომპლექსი გამოირჩევა სხვადასხვა უპირატესობით, რაც მობინადრეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე დადებითად აისახება კომპლექსის სხვა უპირატესობები: • ხედი მდინარე ვერესა და წყნეთზე • 5000 კვ.მ გამწვანებული შიდა დაცული ეზო • ეკოლოგიურად სუფთა გარემო ჯანსაღი ცხოვრებისათვის • საბავშვო მოედანი და სკვერი • საფეხბურთო და საკალათბურთო