ქირავდება ევდოშვილის 18 ში ახალაშენებულ კორპუსში , ახალი გარემონტებული ბინა , დაგხვდებათ ყველა საჭირო ავეჯი და ტექნიკა , მათ შორის სამზარეულოში ჭურჭლის სარეცხი მანქანა , ბინაში არის 3 იზოლირებული საძინებელი 2 მათგანი ამჟამად მოწყობილია საწოლით და კარადებით , თუმცა მესამე ამჟამად არის ცარიელი , შეგიძლიათ მოიწყოთ კაბინეტი ან განვათავსებთ საწოლს თქვენი დაკვეთიდან გამომდინარე . მისაღები ოთახი საკამოდ დიდი ზომის არის ოჯახისთვის იდეალური ზომაა . აივანზე გასასვლელი გვაქვს მისაღები ოთახიდან და ასევე ერთი საძნებლიდან , ბინა არის საკმაოდ მზიანი და ნათელი , არის კუთხის მხარე , ზამთარიც და ზაფხულიც საკმაოდ კომფორტულია.
მდებარეობა იდეალურია , ახლოს არის წერეთლის მეტროსთან 2-3 წუთი ფეხით , ასევე დიდი სუპერმარკეტი ფრესკო , მიმდებარედ არის ბევრი უბნის მარაზია .
გვაქვს მიწისქვეშა პარკინგი რომელიც შეგვიძლია დაგიმატოთ ქირაობის შემთხევაში , სავარაუდო ფასი 100$ თუმცა შესაძლოა მოლაპარაკება.
ბინაში დაიშვება შინაური ცხოველებიდან მხოლოდ ძაღლი თუმცა პატარა ზომის (1 თვის დეპოზიტთან ერთად )