იყიდება ვაკე რეზიდენსში 5 ოთახიანი ბინა ყველაზე დაბალ ფასად. გთხოვთ რეალტორებმა თუ ითანამშრომლებთ ჩემი ბოლო ფასი გაითვალისწინოთ.
გამჭოლი ნათელი ბინა 142 კვ. 4 სადარბაზო 8 სართული. 5 ოთახი. 4 საძინებელი, აქვს 3 სველი წერტილი რაც იძლევა 90 კვ და 50 კვ ან სხვა ვარიანტის ორი ბინის გაკეთების შესაძლებლობას. ამ თვის ბოლოს შესაძლებელია რემონტის დაწყება. აქვს ერთი საპარკინგე ადგილი(15000$). ერთი სართულით ზევით არის უნიკალური მოსასვენებელი გამწვანებული ვერანდა მთელი სახლის ტერიტორიაზე. ბავშვებისათვის უსაფრთხო სათამაშო მოედნები და ყველა ასაკისთვის მოსასვენებელი ადგილები. ასევე შიდა დახურული ეზო, სათამაშო მოედანი და სხვა. კომფორტულია რომ მის პირდაპირ არის აგროჰაბი, კარფური, სავარჯიშო თუ სხვა გასართობი სივრცეები. ფეხით 5 წუთში ვაკის პარკი და საბაგიროთი კუსტბა. ბინის მდებარეობა ჭავჭავაძის გამზირიდან მეორე ზოლშია რაც სიმყუდროვეს უზრუნველყოფს. მანქანით მისასვლელი აქვს როგორც ყიფშიძიდან ისე ჭავჭავაძიდან.