იყიდება 35 მ² კომერციული ფართი დიღმის მასივში, III კვარტალში, კორპუსი №35-თან, გზის პირას, 147-ე საჯარო სკოლასთან. ფართი ახალი გარემონტებულია HACCP-ის სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით, შეყვანილია 3-ფაზიანი დენი, წყალი და კანალიზაცია. იატაკზე სრულად დაგებულია ესპანური კერამოგრანიტი, მარჯვენა ფართის კედლები მოპირკეთებულია კერამოგრანიტით, ხოლო მარცხენა ფართი შეღებილია ხარისხიანი საღებავით. ობიექტი ასევე დაქსელილია ვიდეოკამერების კაბელით. კორპუსში მდებარეობს ლიბრე და სალონი, ხოლო ობიექტის წინ არის მარკეტი, თონე და წვრილმანების მაღაზია; მიმდებარედ ასევე განთავსებულია საბავშვო ბაღი. დაინტერესების შემთხვევაში მომწერეთ პირად შეტყობინებაში და გამოგიგზავნით ვიდეოს, რათა უკეთ აღიქვათ ობიექტისა და მისი მდებარეობის უპირატესობები. სააგენტოებს გთხოვთ, განცხადება არ გადაამრავლოთ.