იყიდება 3 სართულიანი კერძო სახლი ფოთში,გამორჩეული არქიტექტურით, მყარი კონსტრუქციითა და პრაქტიკული დაგეგმარებით, ზღვიდან სულ რაღაც 150 მეტრში.
სახლის განსაკუთრებული თავისებურებაა მისი კონსტრუქცია - შენობა აშენებულია 50 სმ დიამეტრის მყარ ბოძებზე, რაც სახლს სიმყარეს სძენს.
სახლის ძირითადი მახასიათებლები: 3 სართულიანი კერძო სახლი
• წინა მხრიდან - ფართო აივანი და მთავარი შესასვლელი
• უკანა მხრიდან - დიდი აივანი და ფართო ღია სივრცე ე.წ. „პლოშადი“
• ავტოფარეხი 2 ავტომობილზე
• 7 საძინებელი
• 2 დამატებითი დამხმარე ოთახი
• სველი წერტილები ორივე საცხოვრებელ სართულზე
• ცენტრალური გათბობის სისტემა
• 3 კონდიციონერი , ბუხარი.
• მე-3 სართულზე დამატებითი პატარა ოთახი ზღვის ხედით
სახლი საჭიროებს გარკვეულ სარემონტო/კოსმეტიკურ სამუშაოებს, რაც ახალ მფლობელს საშუალებას აძლევს, სივრცე საკუთარი გემოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად გადააკეთოს.
მდებარეობა - სახლის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა: ზღვის სიახლოვე, ფართო სივრცეები და დიდი რაოდენობის საძინებლები ამ ქონებას განსაკუთრებით საინტერესო ვარიანტად აქცევს.იდეალური არჩევანია როგორც დიდი ოჯახისთვის, ასევე საინვესტიციოდ - სახლის დაგეგმარება იძლევა საოჯახო სასტუმროს, აპარტამენტების, ტურისტული ობიექტის ან სხვა კომერციული დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას.
მის: ფოთი, კუნძლის უბანი, ფასი: 120 000 $ ტელ: 598 345 008