გთავაზობთ ახალგარემონტებულ, უცხოვრებელ ბინას გამორჩეულ კომპლექს „მოედანში“, რომელიც მდებარეობს ძველი თბილისის ტერიტორიაზე, ავლაბარში.
ეს მრავალფუნქციური კომპლექსი 1.3 ჰა ფართობზე აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, კომერციულ და სამუშაო სივრცეებს, ასევე 5100 მ²-იან საზოგადოებრივ ზონას.
პროექტი მოიცავს 4 საცხოვრებელ კორპუსს, რომელთა პირველ სართულებზე განთავსებულია რესტორნები, ბარები, კაფეები, ფიტნესდარბაზი და მაღაზიები.
კომპლექსში ასევე არის ორდონიანი პარკინგი. „მოედანში“ ფუნქციონირებს სხვადასხვა ობიექტი, მათ შორის: San Seven Tbilisi (აზიური სამზარეულო), Pasta.
Osteria (იტალიური სამზარეულო), „წისქვილი ბაზარი“, Meaty (სწრაფი კვება) და GYM13 (ფიტნესდარბაზი).
კომპლექსი აქტიურად მასპინძლობს სხვადასხვა ღონისძიებებს.
ბინა სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთით.
კომპლექსს ემსახურება სერვისის კომპანია, რაც უზრუნველყოფს ეზოსა და სადარბაზოს მოწესრიგებულობას.
კომპლექსიდან ფეხით სავალ მანძილზეა: შარდენი (10 წთ/900 მ), ნარიყალას ციხე-სიმაგრე (14 წთ/1.3 კმ), სამების საკათედრო ტაძარი (6 წთ/400 მ), თავისუფლების მოედანი (20 წთ/1.9 კმ) და მეტროსადგური „ავლაბარი“ (4 წთ/400 მ).
მანქანით მისასვლელია თავისუფლების მოედანზე (5 წთ/2 კმ), გმირთა მოედანზე (10 წთ/5.4 კმ), რკინიგზის სადგურზე (15 წთ/4.4 კმ) და აეროპორტში (20 წთ/14 კმ).
პირველი და ბოლო თვის ქირის წინასწარ გადახდით