🏡 იყიდება 4-ოთახიანი ბინა თემქაზე
📍 მდებარეობა: თემქა, XI მიკრორაიონი, I კვარტალი,
სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფოსთან
სარაჯიშვილის მეტრომდე ფეხით 10-12 წთ ია
▫️ ფართობი: 120 მ²
▫️ ოთახები: 4
▫️ საძინებლები: 3
▫️ სართული: 5 / 8
▫️ კუთხის ბინა
▫️ ქალაქური პროექტი
იყიდება ფართო და კომფორტული 4-ოთახიანი ბინა, განახლებული რემონტითა და ახალი ავეჯით.
ბინაში არის სამი იზოლირებული საძინებელი, მისაღები ოთახი, ცალკე სამზარეულო, ორი აივანი, სარდაფი, ასევე ცალ-ცალკე აბაზანა და საპირფარეშო.
ბინას აქვს ხის პარკეტი, ჩაშენებული ხის კარადები, ცენტრალური გათბობა და ორივე აივანზე მოწყობილი სათავსოები. კორპუსში დამონტაჟებულია ახალი ლიფტი.
ბინაში რჩება განახლებული ტექნიკა:
• მაცივარი
• გაზქურა
• ორი ტელევიზორი
• კონდიციონერი
• სარეცხი მანქანა საშრობით
ასევე რჩება ახალი ავეჯი სამივე საძინებელში, მისაღებსა და სამზარეულოში.
კორპუსის წინ მდებარეობს სურსათის, ხილ-ბოსტნეულისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიები. ახლოს არის ორი განახლებული პარკი, კერძო და საჯარო სკოლები.