ქირავდება 171 კვ.მ უნივერსალური ფართი ვაჟა-ფშაველაზე, სითი მოლისა და კომაროვის სკოლის გვერდით.
ფართი მდებარეობს აგურის 4-სართულიანი კორპუსის 1-ელ და 0-ოვან სართულებზე (მზიან მხარეს). გამოდგება ოფისისთვის, სასწავლო ცენტრისთვის (თავისუფლად ეწყობა 6-7 ოთახი 55 ადამიანზე), ონლაინ მაღაზიისთვის ან სხვა ბიზნესისთვის.
ობიექტს მოჰყვება 15 კვ.მ გარაჟი და 50 კვ.მ საკუთარი გამწვანებული ეზო, სადაც ეზოშივე თავსდება 2-3 ავტომობილი. ფართში შესვლა შესაძლებელია 4 დამოუკიდებელი წერტილიდან (2 ეზოდან, 2 სადარბაზოდან).
შენობაში მოწყობილია 3 სველი წერტილი, ცენტრალური გათბობა (0 სართულზე დამატებით იატაკის გათბობით) და კორპუსისგან სრულიად დამოუკიდებელი საკანალიზაციო ქსელი.