მესაკუთრისგან ქირავდება 47 კვ.მ ბინა ახალაშენებულ კორპუსში, ბობ უოლშის ქუჩა №14-ში.
ბინა ახალი გარემონტებული და სრულად კეთილმოწყობილია. გაქირავებამდე ბინას დაემატება ერთი მაგიდა და სკამები. დანარჩენი საჭირო ავეჯი და ტექნიკა ბინაში უკვე არის.
კორპუსი რვასართულიანია და გამოირჩევა მშვიდი და მყუდრო გარემოთი. მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს რამდენიმე მშენებლობა, თუმცა სამუშაოები სწრაფი ტემპით ხორციელდება და სავარაუდოდ მალე დასრულდება.
ბინა სარაჯიშვილის მეტროსადგურიდან დაახლოებით 10 წუთის სავალზე მდებარეობს.
მაკლერებთან არ ვთანამშრომლობ. გთხოვთ, ნუ დამიკავშირდებით და განცხადებას ჩემი თანხმობის გარეშე ხელახლა ნუ განათავსებთ.
მადლობა.