იყიდება 5 ოთახიანი კერძო სახლი გარდაბანში

იყიდება 5 ოთახიანი კერძო სახლი გარდაბანში

62ID: 25896108
ფოლადაანთკარი 2
195,938
1 მ² - 2305
85 მ²
ფართი
5
ოთახი
3
საძინებელი
1
სართული
1180 მ²
ეზოს ფართი

მოკლე აღწერა

იყიდება კერძო სახლი ფოლადაანთკარში.

მდებარეობს თბილისიდან 6 კმ-ში, მოსკოვის გამზირიდან ძაან ახლოს.

- 85 კვ.მ ფართობის სახლი, ნაშენი წითელი აგურით.

სახლშია 5 ოთახი: - 3 საძინებელი (8, 9 და 11 კვ.მ),

- მისაღები ოთახი (28 კვ.მ)

- ღია ტიპის სამზარეულო (20 კვ.მ), რემონტი არაა დასრულებული.

- აივანი (5 კვ.მ)

- სველი წერტილი (4 კვ.მ). გაყვანილია კანალიზაცია.

სველ წერტილში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, სანტექნიკა ნაყიდია, იატაკის ტრაპი, გამწოვი ვენტილატორი, ელექტროგაყვანილობა და წყლის (ცხელი და ცივი) მილები. შეძენილია საჭირო მასალები: იატაკისა და კედლის ფილები, კედელზე დასამონტაჟებელი უნიტაზი (ინსტალაციის სისტემით), ხელსაბანი და სარკე.

სახლში სრულად არის გაყვანილი ელექტროობა; დამონტაჟებულია ჩამრთველები და დენის მრიცხველი.

ბუნებრივი აირი შეყვანილია ეზოში და დამონტაჟებულია მრიცხველი.

ეზოში შეყვანილია წყალიც, რომელიც უკავშირდება 1000-ლიტრიან ავზს; ავზი აღჭურვილია წნევის ამწევი ტუმბოთი.

- 780 კვ.მ რეგისტრირებული მიწა + მომიჯნავე ტერიტორიის დამატებით 400 კვ.მ-ის რეგისტრაციის შესაძლებლობა.

ბაღში ხარობს ნაყოფის მომცემი ხეები:

10 კაკლის ხე

5 ლეღვის ხე

5 ხურმის ხე (მათ შორის, ჯიში „კარალიოკი“)

თხილის, ალუჩის (ტყემლის), ბროწეულის, მსხლისა და კომშის ხეები. პატარა ბოსტანი, სადაც დათესილია/დარგულია კარტოფილი, ბადრიჯანი, ნესვი, კომბოსტო, ცხარე წიწაკა, პომიდორი, კიტრი, სიმინდი და ლობიო.

შესაძლებელია სარდაფის მოწყობა; მიწის ამოღება უკვე შესრულებულია და სიღრმე საკმარისია იმისთვის, რომ შიგნით ფეხზე დადგეთ.

სახლის უკან შესაძლებელია საცურაო აუზის მოწყობა, ვინაიდან წყალი მიწისქვეშა წყაროდან მომდინარეობს და გამორჩეულად სუფთაა; მეზობლებმა ორივე მხარეს ეს წყალი ზედაპირზე უკვე ამოიყვანეს და მას როგორც სარწყავად, ისე სასმელად იყენებენ. ❗ ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ეს წყალი მინერალურია❗ რაც განსაკუთრებით სასარგებლოა კუჭის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.

სახლს მოყვება Embavood-ის საძინებლის გარნიტური, კუთხის დივანი და მაგიდა ექვსი რბილი სკამით.

დამატებითი პარამეტრები

სტატუსი
ახალი აშენებული
მდგომარეობა
მიმდინარე რემონტი
პროექტის ტიპი
არასტანდარტული
სვ.წერტილები
1
აივანი
1/5 მ²
ანნა
აგენტი

თუ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არასწორია, გაასაჩივრე