194 მ² | ქირავდება საოფისე ფართის მე-2 სართული ცალკე მდგომ შენობაში | ჩუღურეთი
ქირავდება 194 მ² საოფისე ფართი, ცალკე მდგომ 3-სართულიან კომერციულ შენობაში, ჩუღურეთში, ნიკო ფიროსმანის სკვერთან — გიორგი ჩიტაიას ქ. 26-ში. ობიექტი მდებარეობს საბჭოს მოედანთან ახლოს და აქვს ქალაქის სხვადასხვა ნაწილთან კარგი სატრანსპორტო მისაწვდომობა.
ამჟამად შენობაში მიმდინარეობს სრული განახლება და თანამედროვე საოფისე სამუშაო სივრცედ გარდაქმნა. სარემონტო სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2026 წლის ოქტომბერში.
ქირავდება შენობის 2 სართული, საერთო ფართობით 194 მ².
ფართი ბარდება სტანდარტულ თეთრ კარკასზე მნიშვნელოვნად უფრო დასრულებულ, ე.წ. soft-finished white frame მდგომარეობაში, რაც საშუალებას აძლევს მოიჯარეს მინიმალური დამატებითი ინვესტიციით მოაწყოს სივრცე საკუთარი კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად.
დასრულებული იქნება ინდუსტრიული იატაკი და ღია ინდუსტრიული ჭერი, ახალი ალუმინის კარ-ფანჯრები, ელექტროგაყვანილობა, სრულად მოწყობილი სველი წერტილები, კედლების ხის/პანელური მოპირკეთება და სამზარეულოს/კიჩენეტის ზონა.
განათების, სივრცის დამატებითი დაგეგმარებისა და ინტერიერის პერსონალიზაცია შესაძლებელია მოიჯარის საჭიროებების შესაბამისად. MEP სისტემების საბოლოო გადაწყვეტა შეთანხმდება მოიჯარესთან.
საიჯარო ფასი: $17 / მ² + დღგ
მინიმალური იჯარის ვადა: 2 წელი