იყიდება მიწის ნაკვეთი სოფელ ნორიოში, თბილისის შემოვლით გზასთან ახლოს მზიურის აგარაკების ტეერიტორიაზე
ნაკვეთის ფართობია 1500 კვ.მ და აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება. მდებარეობს სოფლის ცენტრალური გზიდან დაახლოებით 60 მეტრში, მშვიდ და წყნარ გარემოში.
ტერიტორია განსაკუთრებით საინტერესოა სააგარაკე ან კერძო საცხოვრებელი სახლის მოსაწყობად. მიმდებარე ტერიტორია მცირედით განაშენიანებულია და აქტიურად ვითარდება — ძირითადად შენდება აგარაკები და კერძო სახლები.
კომუნიკაციები ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი მიყვანილია ცენტრალურ გზამდე.
ადგილმდებარეობის მთავარი უპირატესობებია
თბილისთან და შემოვლით გზასთან სიახლოვე;
მშვიდი და კომფორტული გარემო;
კარგი პერსპექტივა სააგარაკე განაშენიანებისთვის;
1500 კვ.მ ფართობი, რაც იძლევა ეზოს, გამწვანებისა და დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობას.
შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვისაც სურს თბილისთან ახლოს, მშვიდ გარემოში საკუთარი აგარაკის ან კერძო სახლის აშენება.