იყიდება 150 მ² ახალი აშენებული ბინა კვარიათში (გონიოს ბოლოში), კანანელის ქუჩის 65ა-ში.
ეს არის ფართო და თანამედროვე ბინა კვარიათის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ლოკაციაზე. კვარიათი ცნობილია თავისი კრისტალურად სუფთა ზღვით, ულამაზესი პლაჟებითა და მშვიდი, ჯანსაღი გარემოთი, რაც მას იდეალურ ადგილად აქცევს როგორც მუდმივი საცხოვრებლად, ასევე დასასვენებლად ან საინვესტიციოდ. ბინის დიდი ფართი გაძლევთ საშუალებას მოაწყოთ ის თქვენი გემოვნებით და შექმნათ მყუდრო და კომფორტული საცხოვრებელი გარემო.
ბინას აქვს იდეალური ხედები ზღვასა და მთაზე, გაყოფილია 3 ბინად (თითოეულში შეიძლება ცალკე საძინებლის და სტუდიო სამზარეულოს ამოღება), შეგიძლიათ ცალ-ცალკე დატოვოთ, ან გააერთიანოთ. მოწყობილია 3 სველი წერტილი, ბინა არის ექსპლუატაციაში შესული, აქვს სეისმომედეგობის დასკვნა, კაპიტალურადაა გაკეთებული ეს სართული. ლიფტი მიდის ზუსტად ბინის კარის წინ, ამონაწერით არის 200 კვ.მ, რეალურად - 150 კვ.მ.
თავისუფლად შეგიძლიათ დააგეგმაროთ და მოაწყოთ სურვილისამებრ. ფასზე მოლაპარაკება შესაძლებელია.