ქირავდება სრულად მოწყობილი 1,100 მ² საწარმოო ფართი, 5,000 მ² იზოლირებულ და შემოღობილ ტერიტორიაზე. ობიექტი მზად არის ექსპლუატაციისთვის და განსაკუთრებით საინტერესოა საკვების, საკონდიტრო, წარმოებისა და დისტრიბუციის მიმართულებისთვის.
ტერიტორიაზე უზრუნველყოფილია 90 კვტ სიმძლავრის 3-ფაზიანი ელექტროენერგია, წყალი, ცენტრალური გათბობა, პარკინგი და ტრაილერებისთვის მოსახერხებელი მისასვლელი. აქვს ორი დამოუკიდებელი შესასვლელი და პულტით მართვადი ჭიშკარი.
შენობაში განთავსებულია ოფისები, პერსონალის ოთახი, სამზარეულო და 4 სველი წერტილი. ადგილზე რჩება საკონდიტრო წარმოებისთვის გამოყენებული დანადგარების ნაწილი.