იყიდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ბეთანიაში

იყიდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ბეთანიაში

758ID: 25667251
ტაბიძის ქუჩა 36
129,334
1 მ² - 216
600 მ²
ფართი

მოკლე აღწერა

ქვემო ბეთანიაში, საუკეთესო ადგილას, თბილისიდან 25 წუთში (სათხილამურო ტრასასთან, ტყეში) გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა 36-ში იყიდება 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი - სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო). ტერიტორია არის დამრეცი, წინ (ქუჩის გადაღმა) უკვე აშენებულია ერთი სახლი, ხოლო მეორე მეზობლის პროექტი შეთანხმებულია (საკმაოდ დაბალ ნიშნულზე), შესაბამისად ხედი შენარჩუნდება გარანტირებულად.

აღნიშნული ქუჩა წარმოადგენს ჩიხს, არ არის გამჭოლი, შესაბამისად ნაკვეთი მდებარეობს მშვიდ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში და იდეალურია როგორც საინვესტიციოდ, ასევე საცხოვრებლად/სააგარაკედ.

ს/კ: 01.81.28.066.036

ყველა კომუნიკაცია არის წინა მეზობელთან მიყვანილი - თბილისის წყალი, გაზი და ელექტროენერგია.

მერიის ზონირებით არის საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1)

რაც გულისხმობს:

1. მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) - 0,5;

2. მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) - 0,8;

3. მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) - 0,3.

მხოლოდ უშუალოდ ტაბიძის ქუჩა არის გრუნტი გზა, სადაც ახლო მომავალში დააგებენ ასფალტს.

ბეთანია თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებშია, რაც ნიშნავს: ცენტრალური ინფრასტრუქტურის ეტაპობრივ განვითარებას, ცენტრალური კანალიზაციისა და გზების გაუმჯობესების პერსპექტივას.

ვარ მეპატრონე, ინტერესის შემთხვევაში დამიკავშირდით ( T - 555 501 401, 555 501 601).
ს/კ:01.8************კოდის ნახვა

დამატებითი პარამეტრები

სტატუსი
სასოფლო-სამეურნეო
Rati
მესაკუთრე

თუ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არასწორია, გაასაჩივრე