ქირავდება კერძო სახლი (აგარაკი) ახალუბანში
ქირავდება ახალგარემონტებული, კეთილმოწყობილი კერძო სახლი ახალუბანში, ნატახტარსა და მისაქციელს შორის, თბილისიდან მხოლოდ 25 წუთის სავალზე.
სახლი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ავეჯითა და ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკით. საცხოვრებელი მოიცავს ორ სართულს, ოთხ კომფორტულ საძინებელს, დიდ და ნათელ მისაღებ ოთახს, ცალკე სამზარეულოს, ორ სველ წერტილსა და ფართო ვერანდას, საიდანაც იშლება ულამაზესი პანორამული ხედი ნატახტარსა და საგურამოზე. სახლს ასევე აქვს 650 კვადრატული მეტრის კეთილმოწყობილი ეზო, რომელიც ქმნის მშვიდ და სასიამოვნო გარემოს როგორც ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ისე დასვენებისთვის.
სახლი სასურველია გაქირავდეს გრძელვადიან დამქირავებელზე. გაქირავების პირობები ითვალისწინებს საცხოვრებლის მოვლისა და სისუფთავის წესების დაცვას, რათა შენარჩუნდეს მისი მაღალი სტანდარტი.
ქირის საფასურში შედის სახლის მომსახურების სერვისი და ყოველთვიური გენერალური დასუფთავება, რაც დამქირავებელს დამატებით კომფორტსა და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს.