ქირავდება ქალაქის ცენტრში, საბურთალოს სითი მოლის გვერდით, 80 კვმ ანტრესოლიანი საოფისე ფართი, მისაღებით, სველი წერტილით და სამზარეულოს კუთხით. ანტრესოლზე არის 2 დამოუკიდებელი ოთახი, პირველ სართულზე 1 ვრცელი ოთახი, რომლის გატიხვრაც შესაძლებელია ორ ნაწილად.
ოფისი არის გარემონტებული, დამონტაჟებულია 2 კონდიციონერი, არის სასიამოვნო გარემო.
სივრცე იდეალურია სასწავლო ცენტრებისთვის, იურიდიული ან სხვა სახის საკონსულტაციო ფირმებისთვის და სხვ.
მისი უპირატესობებია - ქალაქის ცენტრი; მეტროს სადგურებთან - „დელისი“ და „ვაჟა-ფშაველა“ სიახლოვე; ავტობუსების გაჩერება ოფისის წინ; საბურთალოს მოლთან სიახლოვე, არის უფასო პარკინგის ადგილი, კონდიცირება და ინტერნეტი.