ქირავდება 2 ოთახიანი ბინა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირის მშვიდ და გამწვანებულ მონაკვეთში, ავალიშვილის ქუჩაზე, თანამედროვე Outlook-ის საცხოვრებელ კომპლექსში. ბინა სრულად აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით. დამატებითი კომფორტისთვის განთავსებულია 2 ტელევიზორი (მისაღებსა და საძინებელში) და 2 კონდიციონერი. კომპლექსი გამოირჩევა გამწვანებული ეზოთი, მოწესრიგებული გარემოთი და ვაკის ერთ-ერთ მოთხოვნად ლოკაციაში მდებარეობით.