სატტვა იოგა სტუდიაში ქირავდება 15 მ² კომერციული ფართი
მისამართი: ვაკე, ექვთიმე თაყაიშვილის ქ. №4, თსუ-ს პირველი კორპუსის მოპირდაპირედ. ფართი მდებარეობს 5-სართულიანი შენობის მეხუთე სართულზე, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და გამორჩეულ ლოკაციაზე.
ფართი არის ახალი გარემონტებული, ნათელი და მყუდრო, სრულად მზად საქმიანობის დასაწყებად.
იდეალურია:
• მცირე ოფისისთვის
• ფსიქოლოგისთვის
• მასაჟის კაბინეტისთვის
• საკონსულტაციო ან თერაპიული საქმიანობისთვის
• სხვადასხვა მსგავსი მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისთვის
ლოკაცია გამოირჩევა მარტივი მისადგომობით როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ისე ავტომობილით მოსარგებლეებისთვის.
დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით WhatsApp-ზე განცხადებაში მითითებულ ნომერზე.
ვარ მეპატრონე.